четверг, 29 июня 2017 г.

ისტორიის კლუბი

2016  27    სექტემბერს  ისტორიის კლუბის წევრების მონაწილეობით ჩატარდა ღონისძიება თემაზე:
,,საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ-სოხუმის დაცემა". ღონისძიების მიზანი იყომოსწავლეებს მეტი გაეგოთ  საქართველო-აფხაზეთის ომის  შესახებ. კლუბის წევრებმა მოიძიეს დოკუმენტური მასალები, ვიდეო კადრები , გაეცვნენ საარქივო მასალას, რომელზეც ხელი მიუწვდებოდათ და დაწერეს თემები. ეს თემები წაკითხული იქნა  კლუბის წევრების, სკოლის დირექციის, მასწავლებლებისა და სკოლის სხვა  მოსწავლეების წინაშე.  გამოითქვა მოსაზრებები ისტორიული მასალების საფუძველზე. წაკითხული იქნა ლექსები გმირ მამულიშვილებზე. გაეცნენ მასალებს  1992-93 წლების  საქართველო-აფხაზეთის ომთან დაკავშირებით, ისაუბრეს რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკაზე. ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა და მიზანი მიღწეული  იქნა. მათ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღეს ამ მოვლენასთან დაკავშირებით

2017 წლის 21 თებერვალს ისტორიის კლუბის წევრების ინიციატივით ჩატარდა  ისტორიულ-ლიტერატურული კომპოზიცია თემაზე  ,,მომავლისათვის მოვიხმობთ წარსულს"

ამ ღონისძიებას  წინ  დიდი შრომა უძღოდა,  კლუბის წევრებმა შეისწავლეს  დოკუმენტური მასალები  საქართველოს გასაბჭოებასთან დაკავშირებით, გამოიყენეს, 1918-21  წლების საქართველოს შესახებ  მასალები. სამწუხაროდ 1921 წლის   25 თებერვალს  ოკუპირებული იქნა  საბჭოთა რუსეთის მიერ  და საქართველომ  კიდევ ერთხელ დაკარგა დამოუკიდებლობა.



გაიხსენეს სამშობლოსათვის თავდადებული  მამულიშვილების სახელები  და პატივი მიაგეს  მათ ხსოვნას.  ამ  მოვლენის აღსანიშნავად  წაკითხული იქნა სხვადასხვა დროს  გამოცემული მასალები. მოსწავლეების ინიციატივით შესრულებული იქნა  მუსიკალური ნომრები თემის შესაბამისად.   ღონისძიებამ შედეგს მიაღწია. მოსწავლეები საკითხის გარშემო ბევრ მასალას  გაეცნენ და ცოდნა გაიმდიდრეს.


3.   2017 წლის 10 აპრილს ისტორიის კლუბის წევრების ინიციატივით ჩატარდა  ღონისძიება თემაზე  ,,  9 აპრილი -ერის მოუშუშებელი  ტკივილი". კლუბის წევრები  გაეცნენ  9 აპრილს დაღუპულთა  ბიოგრაფიებს  და შესაბამისი თვალსაჩინოებებიც  დაამზადეს.
ღონისძიებაზე ხაზი  გაესვა იმ გარემოებას, რომ საქართველო ვერასოდეს   შეეგუა იმ რეჟიმს, რასაც სსრკ-ს  წევრობა ერქვა.   ამის ერთ-ერთი გამოვლინება იყო  9 აპრილი, როცა  ქართველმა ხალხმა  დამოუკიდებლობა  მოითხოვა, მაგრამ დიდმა ძალამ  დასაჯა იგი .   მსხვერპლი  დიდი იყო, როგორც   ფიზიკური, ისე  სულიერი, მორალური, მაგრამ ერის გაუტეხელობამ  თავისი  გაიტანა 1991 წლის 9  აპრილს   აღდგა  საქართველოს დამოუკიდებლობა. 
 კლუბის  წევრებმა მოიძიეს საარქივო მასალები, დოკუმენტური კადრები,სურათები,ლექსები და გამოიყენეს შესაბამისად. შესრულებული იქნა  მუსიკალური ნომრები.                    
                                                                   
         ღონისძიება საკმაოდ     საინტერესოდ წარიმართა , მონაწილეებმა და მსმენელებმა               დიდი ინფორმაცია მიიღეს და გაიმდიდრეს ცოდნა.                                                           
2017 წლის 14 მაისს ისტორიის კლუბის წევრებმა ჩაატარეს ღონისძიება თემაზე "საქართველოს დიდება-მეფე თამარი".
სასკოლო პროგრამიდან გამომდინარე ეს თემა მოსწავლეებისათვის  არ იყო უცხო,ამიტომ მასალების მოძიება არც გაჭირვებიათ .გამოყენებული იქნა როგორც სასკოლო, ასევე სხვა მასალებიც რაზეც კი მიუწვდებოდათ ხელი. 
მათ შესანიშნავად მიმოიხილეს ეპოქა, წინა პლანზე წარმოაჩინეს თამარის-მეფე ქალის სობრძნე და გონიერება. ისაუბრეს  მეფის პირად ცხოვრებაზე  და მის მიერ  ქვეყნის პირად  ცხოვრებაზე და მის  მიერ  ქვეყნის ზრუნვაზე, საგარეო პოლიტიკასა  თუ იმ  გრანდიოზულ ომებზე შამქორისა და ბასიანის  სახით ,რომელიც თამარმა გადაიხადა და წარმატებასაც მიაღწია  თავდადებულ მამულიშვილებთან ერთად.
მოსწავლეებმა წაიკითხეს  მრავალი  ლექსი და ლეგენდა , რომელიც მეფე-ქალს  უკავშირდება. წაიკითხეს ქართველ პოეტთა ლექსები, შეასრულეს პატრიოტული შინაარსის სიმღერები .თამარის სახელი ამხნევებს ერს და მოუწოდებს წინსვლისაკენ.ჩვენ ვისურვებდით  დავითისა და თამარის  დროინდელი ტერიტორიების  აღდგენას, ჩვენი საქართველოს გამთლიანებას. ასეთი შინაარსის მატარებელი იყო  ღონისძიება, რომელმაც დიდი  ინტერესი გამოიწვია  და მეტი ცოდნა შესძინა  მოსწავლეებს.
 5.2017 წლის  24 მაისს კლუბის მუშაობის  დასკვნით  ეტაპზე  ჩავატარეთ   ღონისძიება  "ვინ  უკეთ იცის  ისტორია" კლუბის წევრები  დავყავი  ჯგუფებად.  აირჩიეს   კაპიტნები  და  შეარჩიეს   გუნდების  სახელები.I ჯგუფი - "დიდგორი" კაპიტანი თამთა კეკელიძე,II ჯგუფი - "ტრიუმფი"  კაპიტანი    ეკა   ართქმელაძე. 
    გუნდებმა    იმუშავეს    დამოუკიდებლად დაამზადეს   კედლის   გაზეთები,  შექმნეს კროსვორდები,მოამზადეს   კითხვები, მოიძიეს მასალები   ამა თუ  იმ  ისტორიულ   პიროვნებაზე.არჩეული   იქნა   ჟიური,  შეჯიბრება   საინტერესოდ   წარიმართა,  მოსწავლეებმა ცოდნა და   ინტერესი    გამოავლინეს   საგნის    მომართ.ჟიურიმ, რომელიც მასწავლებლებით იყო დაკომპლექტებული   ობიექტურად შეაფასა მათი  მუშაობა   და  საბოლოოდ  გამოავლინეს გამარჯვებული   გუნდი  "დიდგორი". ჩატარებული  ღონისძიება   შეფასდა   დამაკმაყოფილებლად,  რადგან  მან  მიზანს    მიაღწია. მოსწავლეები  წახალისებულ   იქნენ ექსკურსიით.